ირაკლი კობახიძე - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ შექმნას - ამისთვის ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ოპოზიციას საშუალებას არ მისცემს, სასამართლოს თემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას.

ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა იქნება მმართველი ძალის პასუხი მომავალ სასესიო კვირას პარლამენტში, რა დროსაც ოპოზიცია კვლავ შეეცდება საგამოძიებო კომისიის შექმნას.

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხელის შესაშლელად გამოიყენებს კონსტიტუციითა და რეგლამენტით მინიჭებულ ყველა ბერკეტს.

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" სასამართლოს თემასთან დაკავშირებით არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში“,- განაცხადა კობახიძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს