ირაკლი კობახიძე - ეს იყო ძალიან უხეშად უსამართლო განცხადება, რომელიც სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა

ეს იყო ძალიან უხეშად უსამართლო განცხადება, რომელიც სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა,- ასე შეაფასა „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯინ შაჰინის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება, რომლის თქმითაც „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“.

კობახიძის განცხადებით, „ავტოკრატიისაკენ წასული და ავტოკრატიაში მყოფი იყო წინა ხელისუფლება“, რომელსაც, მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჯინ შაჰინი აქებდა.

„ავტოკრატიისკენაც იყო წასული და იქ იყო ს ხელისუფლება, რომელსაც, სამწუხაროდ, ქალბატონი შაჰინი აქებდა 2012 წლამდე, ჩვენ გვახსოვს მისი ეს დამოკიდებულება. მისი განცხადება არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსამართლო. მე ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად კორექტული, საქმე ეხება სენატორს, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები. ეს იყო ძალიან უხეშად უსამართლო განცხადება, რომელიც მან გააკეთა!“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს