ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და დავიცავთ - არ მგონია სწორი  იყოს პროპაგანდა, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ

არ მგონია სწორი იყოს პროპაგანდა ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც ის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას.

ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს და მომავალშიც დაიცავს.

„არ მგონია, სწორი პროპაგანდა იყოს ჩვენი მედიის მხრიდან ახლა, რომ გავმიჯნოთ ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთისგან და სხვადასხვაგვარად შევაფასოთ ისინი. ევროკავშირის ყველა სახელმწიფო არის ჩვენი მეგობარი და ჩვენ ვმუშაობთ მათთან. შეიძლება იყვნენ კონკრეტული ჯგუფები, როლებიც ამა თუ იმ მოვლენის წინააღმდეგ არიან, თუმცა, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და დავიცავთ. არ მგონია სწორი იყოს პროპაგანდა ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას. პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ.

როგორც გეგელია აცხადებს, „ქართული ოცნების” პოლიტიკური ალიანსიდან გარიცხვას საკმარისზე მეტი მხარდაჭერა გააჩნია.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა