რესპუბლიკის მოედანზე აქცია სლოგანით “მოვდივარ” დასრულდა

რესპუბლიკის მოედანზე აქცია სლოგანით “მოვდივარ” დასრულდა.

მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა.

მათ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს, მათ შორის აქციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მოთხოვნა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური შეფასების მიცემაა. ასევე, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა.

გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმაა, შექმნან ორი საინიციატივო ჯგუფი, საიდანაც ერთი "დიპლომატიურ კორპუსს ქართველი საზოგადოების აზრი მიაწოდონ", მეორე ჯგუფი კი იმუშავებს იდეებისა და კანონების შემუშავებაზე, რასაც ხელისუფლებას მიაწოდებენ.

ორგანიზატორების თქმით, შეკრება არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს.

აქციის დაწყებამდე შეკრების მონაწილეებმა ადგილზე სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორებიდან საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" თამაშს უყურეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს