აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ ამ კუთხით მხარდაჭერას გააგრძელებს.
ენტონი ბლინკენმა და ილჰამ ალიევმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც ისაუბრეს და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საგუშაგო აზერბაიჯანის სუვერენული უფლებებისა და ყველა საერთაშორისო წესების შესაბამისად შეიქმნა. აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებები აზერბაიჯანის კონსტიტუციისა და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი.