თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებულ საკითხზე - უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით, გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გადმოვიდეს ისევ და დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს, გადავიტანოთ ეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რადგან დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია, მწარმოებელი გარკვეულ რისკებს იზიარებს. ახლა, აქ, ასეთი დაძაბული ფონი არავისთვის ხელსაყრელი არ არის, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროცესი დიალოგის ფორმატში გაგრძელდეს.

მისივე თქმით, მშობლები პროცესებში ჩართულები იყვნენ და ყველა ეტაპი, რასაც სამინისტრო მწარმოებელთან მოლაპარაკებისას, ხარისხისა და ბავშვთა უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის გადიოდა, მათთვის ცნობილი იყო.

„ჩვენ ყველა ერთად მივდიოდით აქამდე. სხვა ქვეყნების მსგავსად, გავიარეთ კონსულტაციები, რა ფორმით აჯობებს ხელშეკრულების გაფორმება, რომ ჩვენ გვქონდეს გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული უსაფრთხოება ბავშვებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცოდეთ, რომ წამლის მოწოდება გაგრძელდება, ან ის რისკები, რაც შეიძლება მედიკამენტს ჰქონდეს, ეს ჩვენთვისაც ცნობილი იყოს.

ბევრი წლის მანძილზე, ბევრი მედიკამენტი და ბევრი სერვისი დაფინანსდა ამ ქვეყანაში, მსგავსი ფონი ამ დაფინანსებას არ ქონია. ეს არ არის ის გზა, რაც ჩვენ ზოგადად, მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე, მედიკამენტის, ან სერვისის დაფინანსებისთვის. პაციენტის უსაფრთხოება არის პირველი. არ ავნო - ეს არის ფუნდამენტური პრინციპი მედიცინაში. ამიტომ პირველი, რაც სამინისტრომ გააკეთა, მოიკვლია მონაცემები, რა ვიცით ამ მედიკამენტზე, გარდა იმისა, რომ ეს 52-კვირიანი კვლევა ჩატარდა და გარკვეული პოტენციალი ნამდვილად აქვს. ადვოკაციისთვის ევროპის იშვიათი დაავადებების საზოგადოებას მე პირადად მივმართე, რომ კიდევ მეტი, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა ამას ჭირდება გარკვეული, მეტი დრო.

უმჯობესია, რაღაცნაირად შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში. ეს დაძაბულობა ძალიან რულია ბავშვებისთვის. ბავშვები დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან ამ ყველაფრის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოლოდინების და იმედის გათვალისწინება. ის, რომ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით, გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში