დნეპროპეტროვსკში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა

რუსული ძალების მიერ ნასროლი რაკეტები დნეპროპეტროვსკის ოლქში სამოქალაქო შენობებს მოხვდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.

„მტერმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მათგან 7 ჩამოაგდეს, მაგრამ არის დარტყმებიც. 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია", - დაწერა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისივე თქმით, პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, საცხოვრებელ ზონაში 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, ექვსი სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და ხუთი მაღაზია დაზიანდა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თავდასხმის დროს გასროლილი 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება