„112“-მა განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა - გიორგი არსოშვილმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ.

ღონისძიებაზე პრეზენტაციის სახით, დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია "112"-ის მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

განახლების ფარგლებში, ჩანართში - „რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი. "112"-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.

გარდა ამისა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან "112"-თან დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ამ გზით შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ.

ღონისძიების დასასრულს, „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ღონისძიება "112"-ის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობისთვის" - ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი