პაატა მანჯგალაძე - საუბარი ნეიტრალიტეტზე არის მავნებლობა და დუგინის გეგმა საქართველოში - არ იყო ნატო და  ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი საქართველოს ანგრევდა

ეს არის რუსული საგარეო დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი სპეციალური დანაყოფი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გია გაჩეჩილაძესა (უცნობი) და მისი თანამოაზრეების შესახებ განაცხადა, რომელთა ორგანიზებით გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აქციაზე გაჟღერებული თითოეული განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული.

"გუშინდელი შეხვედრა იყო ძალიან სამარცხვინო. მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, მაგრამ იქ გაჟღერებული განცხადებები არ იყო განსხვავებული აზრი, ყველა სიტყვა იყო მავნებლობა, ბოროტმოქმედება და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ნეიტრალიტეტზე იფიქროს საქართველომ, ეს არის მავნებლობა და დუგინის გეგმა საქართველოში, რომ საქართველო აიძულონ დათმოს სუვერენიტეტი ბუტაფორიული მშვიდობის ნაცვლად. ეს არის ლეგენდა. არ იყო ნატო და ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი საქართველოს ანგრევდა, ღებავდა ეკლესიებს, კლავდა პატრიოტებს. 1921 წელს, რა საქართველო ნატო-ს წევრი იყო და ამიტომ დაგვესხა რუსეთი თავს? 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რატომ გააუქმეს? ნატო-ს წევრი იყო და ამიტომ?! პატრიარქებს რატომ გვიკლავდნენ?! სამწუხაროა, რომ ეს ხალხი გამოყენებულია მტრული მიზნებისთვის, ეს შეკრება შემთხვევითი არ არის, ეს არის რუსული საგარეო დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი სპეციალური დანაყოფი და იდეოლოგია,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო