თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა

თავდაცვის ძალებს შორის შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალური შეჯიბრება ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის სტადიონზე გაიმართა.

„ტურნირში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა, გამარჯვებულები კი სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილი მე-4 ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მე-3 და მე-2 ქვეითმა ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს. ფინალში მოთამაშე გუნდებს ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლები გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გადასცა.

ტურნირში მონაწილეებიდან საუკეთესო მოთამაშეები შეირჩევიან, რომლებიც თავდაცვის ძალების ნაკრებს დააკომპლექტებენ და უწყების სახელით 2023 წლის აგვისტოში საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ