„საქართველოს ბანკი“ წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის პარტნიორია

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის - „ფინედუს“ მიერ ორგანიზებული წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის - „ფინანსური განათლება მხატვრულად“ ერთ-ერთი პარტნიორია. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ფინანსური განათლების საკითხების შესახებ ლიტერატურული ტექსტი უნდა მოამზადონ, რომელიც მკითხველებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსების მნიშვნელობაზე დააფიქრებს და საზოგადოებაში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს.

კონკურსი უკვე დაიწყო და მასში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნაშრომები 23 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: info@finedu.gov.ge.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, 20 საუკეთესო ნაშრომის მქონე ავტორი გამოვლინდება, რომელთაგან ჟიური 3 გამარჯვებულს შეარჩევს. ჟიურის წევრები იქნებიან გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია და დათო ტურაშვილი.

პირველი ადგილის მფლობელს საჩუქრად 1500 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს - 1000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს - 500 ლარი. ამასთან, გამარჯვებულები პარტნიორი საგამომცემლო სახლებისგან სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ინიციატივის ფარგლებში, „ფინედუ“ შერჩეულ სკოლას ბიბლიოთეკისთვის კონკურსანტების სახელით საჩუქრად წიგნებს გადასცემს. სკოლის შერჩევა კი „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ მომხმარებლის მიერ გაკეთებული კომენტარებით მოხდება.

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური ცნობიერების ამაღლებას. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკურად გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვუჭერთ მხარს და სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ. ეროვნული ბანკის პროექტში მონაწილეობა საქართველოს ბანკის გუნდისთვის წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ საზოგადოებაში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას და ხელი შევუწყოთ გონივრული, ეკონომიკურ ბაზისებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმის, „ფინედუს“ ორგანიზებით ხორციელდება. კონკურსის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი (ემბისი), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა დიოგენე, გამომცემლობა არტანუჯი, გამომცემლობა ინტელექტი და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა