მიხეილ სარჯველაძე - იმდენად მანკიერი განზრახვაა სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ყველა კონსტიტუციური ხერხით უნდა დავუპირისპირდეთ

იმდენად მანკიერი განზრახვაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის, რომ ყველა კონსტიტუციური ხერხით უნდა დავუპირისპირდეთ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოსამართლე დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს.

"კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ ხორციელდებოდეს საკანონმდებლო ხელისუფლებიდან. საგანგებოდ მნიშვნელოვანია, არავის ჰქონდეს შესაძლებლობა მოსამართლე დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს, ეს პრინციპულად მიუღებელია, ეს უზენაესი ღირებულებაა, რომლის დაკნინების შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს," - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება "ქოლ-ცენტრების" საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს ამ კომისიას ე.წ. მეხამრიდის ფუნქცია შესძინონ.

"ეს არგუმენტი ყველაზე დიდი აბსურდია, რომ ხელისუფლება კეზერაშვილს ეფარება, რომელიც ყველამ იცის, ვინ გახლავთ. ვინ უნდა დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება კეზერაშვილს გადაეფარება? ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ საგამოძიებო კომისია არის ისეთი საკითხების შესასწავლად და რეაგირების მოსახდენად, სადაც სტანდარტული გამოძიება საკმარისი არაა. საგამოძიებო კომისია ვერ გახდება სტანდარტული გამოძიების ალტერნატივა. საქმეზე საჭიროა იმათთან თანამშრომლობა, ვინც გამოძიებას აწარმოებს, მაგალითად გერმანიის ან ბელგიის პროკურატურასთან და ვისთან უნდა ითანამშრომლოს კომისიამ? უნდათ კომისიის ინიციატივას მეხამრიდის როლი შესძინონ, რომ ვითომ ეს ხალხი ამასთან დაკავშირებული არ არის," - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა