პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის იმპლემენტაციის თაობაზე მოხსენებას წარადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას გადაწყვეტილებით, სხდომა მედიისთვის დაიხურა. მისი განმარტებით, მოხსენება დახურულ ფორმატში საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე წარიმართება.
„საკითხის მნიშვნელობიდან და ინფორმაციის სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური გაგვაცნობს, აუცილებელია სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ სხდომის დახურვამდე.