„თიბისისთან“ პარტნიორობით კომპანია „გრინ ნეთვორქსი“ მომსახურების ხარისხსა და არეალს აფართოებს

„თიბისის“ მხარდაჭერით ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანია „გრინ ნეთვორქსმა“ ინფრასტრუქტურა და მომსახურების არეალი გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„გრინ ნეთვორქსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ომაძე, „თიბისის“ კომპანიის ისტორიას უყვება.

„ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიის დაარსების იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც ბაზარი შევისწავლეთ და მივხვდით, რომ არსებობდა რეგიონები, რომლებშიც ინტერნეტის საჭიროება იდგა.

2012 წელს დავფუძნდით და დავიწყეთ რადიო-ინტერნეტით, რომლითაც უზრუნველვყოფდით მომხმარებელს შორეულ, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო სხვა პროვაიდერები არ შედიოდნენ.

პირველ ხანებში რადიო-ინტერნეტი სრულიად აკმაყოფილებდა არსებულ ბაზარს. შემდეგ, ნელ-ნელა, მოთხოვნა და კონკურენცია გაიზარდა და საჭირო გახდა რადიო-ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, მივმართეთ „თიბისის“ და მისი მხარდაჭერით სრულფასოვნად ავითვისეთ რამდენიმე დიდი რეგიონი - გორის, ხაშურის, ქარელის რაიონების სოფლები, სადაც შევიყვანეთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.

პირველ ეტაპზე ჩვენი სერვისი ინტერნეტით შემოიფარგლებოდა. ბოლო 3 წელია, მოთხოვნის შესაბამისად, დავიწყეთ VoIP ტელეფონი და IP ტელევიზიით მომსახურებაც.

წლების განმავლობაში ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ ინფრასტრუქტურა იჯარით გვქონდა აღებული. „თიბისი“ დაგვეხმარა და ამ ეტაპზე 70% საკუთარი ინფრასტრუქტურა გვაქვს. ამან, ცხადია, გაზარდა ჩვენი მომსახურების ხარისხი და შესაბამისად, მომხმარებლის რაოდენობაც.

სატელეკომუნიკაციო სივრცეში არსებული სხვა კომპანიებისგან სწორედ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მოქნილი ტარიფები და ოპერატიულობა განგვასხვავებს. სწორედ იმის გამო, რომ მუშაობის პროცესში ჩვენი გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ხარისხზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გვქონია არცერთი სერიოზული დაზიანება.

ამჟამად კომპანიაში 10 პროფესიონალია დასაქმებული.

სამომავლოდ ვგეგმავთ, მთლიანად საკუთარი ინფრასტრუქტურით ვიმუშაოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი რეგიონი, კიდევ უფრო დავხვეწოთ ხარისხი და მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე სწრაფი ინტერნეტი“,- აცხადებს ლევან ომაძე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი