ანა წითლიძე - სტალინს და ბერიასაც კი შეშურდებოდა მსგავსი ტიპის პროპაგანდა და განცხადებები, რაც კობახიძემ და პაპუაშვილმა არჩევნებზე გააკეთეს

სტალინს და ბერიასაც კი შეშურდებოდა მსგავსი ტიპის პროპაგანდა და განცხადებები, რაც კობახიძემ და პაპუაშვილმა არჩევნებზე გააკეთეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც შუალედურ არჩევნებზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მათი განცხადებები საბჭოთა კავშირს აგონებს.

"პაპუაშვილის და კობახიძის განცხადებები მაგონებს იმ განცხადებებს, რაც კეთდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. იმ დროსაც იყო, სხვათა შორის, ფორმალურად არჩევნები და მაშინაც იყვნენ ფორმალურად გამარჯვებული კანდიდატები. პაპუაშვილი და კობახიძე გველაპარაკებიან არჩევნებზე, სადაც მხოლოდ "ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ. მათი მსგავსი ტიპის პროპაგანდა სტალინს და ბერიასაც კი გაუკვირდებოდათ. როგორ შეიძლება ასე განსაზღვრო რეიტინგი. კობახიძე და პაპუაშვილი ამბობენ, შედეგები გავიუმჯობესეთო იმ არჩევნებში, სადაც მარტო თვითონ იღებდნენ მონაწილეობას, სადაც ოპოზიციის პროტესტის გამო სხვა კანდიდატი არ იყო," - განაცხადა წითლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს