ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ჟენის ელემესოვი ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სტუმრები საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს გაეცნენ.

„საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ყაზახ კოლეგებს გააცნეს საგამოძიებო სამსახურის მანდატი, ანალიტიკური საქმიანობის განვითარების ხედვები და ასევე, გაუზიარეს გამოცდილება როგორც საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისა და მოქმედ თანამშრომელთა გადამზადების სამართლებრივი საფუძვლების, აგრეთვე ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების წარმოების მიმართულებით.

მხარეებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაკავშირებულია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში კრიმინალის გაზრდილ საფრთხეებთან. ამიტომ, საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში მუდმივად იქნეს შეტანილი სიახლეები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულებით გამოწვეული პოტენციური უარყოფითი შედეგები ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკაზე.

მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე, სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების მიზანშეწონილობა და სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ჟენის ელემესოვი ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სტუმრები საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს გაეცნენ.

„საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ყაზახ კოლეგებს გააცნეს საგამოძიებო სამსახურის მანდატი, ანალიტიკური საქმიანობის განვითარების ხედვები და ასევე, გაუზიარეს გამოცდილება როგორც საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისა და მოქმედ თანამშრომელთა გადამზადების სამართლებრივი საფუძვლების, აგრეთვე ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების წარმოების მიმართულებით.

მხარეებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაკავშირებულია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში კრიმინალის გაზრდილ საფრთხეებთან. ამიტომ, საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში მუდმივად იქნეს შეტანილი სიახლეები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულებით გამოწვეული პოტენციური უარყოფითი შედეგები ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკაზე.

მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე, სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების მიზანშეწონილობა და სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი