„თიბისის“ მხარდაჭერით, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული ჩატარდა

გამოფენების ცენტრის - „ექსპო ჯორჯიას“ და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და „თიბისის“ მხარდაჭერით, უძრავი ქონების კვირეული ჩატარდა.

„თიბისის“ ინფორმაციით, კვირეულმა 4 ძირითადი ღონისძიება გააერთიანა: უძრავი ქონების გამოფენა, სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build, საერთაშორისო კონფერენცია - Nar და უძრავი ქონების ფორუმი.

მათი ცნობით, კვირეულის ფარგლებში, „თიბისისა“ და „თიბისი კაპიტალის“ წარმომადგენლებმა, დამსწრე აუდიტორიას საქართველოს სამშენებლო და დეველოპერული სექტორების დინამიკა, ადგილობრივი მასალების მწარმოებლებისთვის არსებული შესაძლებლობები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები გააცნეს.

„უძრავი ქონების სექტორის ზრდა, პირდაპირპროპორციულად იწვევს სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის ზრდას. შესაბამისად, ორივე მიმართულებით, მუდმივად მზარდია „თიბისის“ ბაზრის წილი და ინვესტიციაც. „თიბისის“ ბაზრის წილი სამშენებლო მასალებში - 43%, უძრავ ქონებაში კი 41%-ია. ბოლო 3 წლის ჯამური ინვესტიცია კი, სამშენებლოში მასალებში - 1 238 000 000 ლარი, უძრავი ქონების სექტორში კი - 2 183 000 000 ლარი. აღნიშნულ სექტორებში „თიბისის“ მოწინავე პოზიცია, პირველ რიგში, ინდივიდუალური მიდგომის დამსახურებაა. „თიბისიში“, სხვა სექტორების მსგავსად, დეველოპერულ სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. თითოეული კომპანიის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მათზე დაფუძნებით, შესაბამის მომსახურებასა და პროდუქტებს ვთავაზობთ“, - განაცხადა „თიბისის“ მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დარჩიაშვილმა.

კომპანიის ცნობითვე, უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას, ბიზნესისთვის კი გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო