ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე - ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე

ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, რა კონტინენტი ან ქვეყანაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

განცხადება გაავრცელა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯეტ ბრინკმა.

„რუსეთმა კვლავ გაუშვა რაკეტები უკრაინის ქალაქებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, უსაფრთხოდ და მშვიდად ძილის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მადლობელი ვარ მათი, ვინც იცავს უკრაინის ცას და აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს მათ და მათ შესაძლებლობას დაამარცხონ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 32 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაშავდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 25 დაშავებულის შესახებ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს