უნგრელი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უნგრეთიდან პოპულარულ ბლოგერებს, ინფლუენსერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურის მონაწილეები ქუთაისს, საირმეს, მარტვილს, მესტიასა და ბათუმს ეწვივნენ.

„ბლოგერები საქართველოს საზღვაო, სამთო და სპა კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ ბლოგებს, პოსტებს, სთორებსა და ვიდეო რგოლებს ამზადებენ. საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფოტო და ვიდეო მასალას უნგრეთში ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი იხილავს. ტურის მიზანია უნგრეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია.

ბლოგერების საქართველოში ჩამოყვანა უნგრეთში, ბუდაპეშტში გამართული გამოფენის “Utazas 2023” შემდეგ დაიგეგმება, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი