რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირის მშობლები პირველ კომენტარს აკეთებენ

რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირი, 52 წლის ილია ბელქანია ჩხოროწყუში, მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

დაკავებულის დედა, ნელი ადამია აცხადებს, რომ შვილის დაკავების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მათ საცხოვრებელ სახლში პოლიციელები მივიდნენ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. ნელი ადამია ამბობს, რომ მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. დაკავებულის ოჯახი მსგავსი დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს.

"აბსოლუტურად არაფერი ვიცი, ხუთშაბათს წავიდა აქედან. მე ავადმყოფი ვარ, მის გარეშე არ შემიძლია, წნევა მიწევს და ცუდად ვხდები. ის იყო ჩემი პატრონი. დამირეკა 2:00 საათზე და მითხრა, რომ საღამოს მოვიდოდა, თუმცა მოგვიანებით აქ ხალხი მოვიდა. მეუღლისთვის უთქვამთ, რომ ჩვენი შვილი დაკავებული იყო...

გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. ყველაფერი არეულ-დარეულია. როგორც ვიცი, არაფერი ამოუღიათ...

არ მგონია, ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. მსგავს რამეს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა. შენს ხალხს ეს როგორ უნდა გაუკეთოო, ამბობდა. გამორიცხულია, არ გააკეთებდა. ფოთში ბევრი ნათესავი გვყავს, რაღაცაზე დადიოდა ბავშვი. ინვალიდია ჩემი შვილი, ხერხემლის გამრუდება აქვს, 6-ჯერ ნაოპერაციევია. ამბობდა, ახლა ისეთ საქონელს ვიყიდი, რომ ჩემი ჯანმრთელობა გამოვასწოროო. ჩვენ რომ არაფრის გაკეთება შეგვიძლია, ალბათ, ფიქრობდა ამას. ჯოხით დადის, ავადმყოფია, არსად მუშაობს. 52 წლის არის. ვინმესთან ჰქონდა თუ არა კონტაქტი არ ვიცი ,“ - განაცხადა დაკავებულის დედა, ნელი ადამიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა