„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია „ნოვა“ ადგილობრივ ბაზარს შესთავაზებს პროდუქციას, რომლის წარმოებაც საქართველოში პირველად მოხდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მწარმოებელმა კომპანია „ნოვამ“ საკუთარ პორტფელში სამი ახალი საწარმოო მიმართულება დაამატა. შედეგად, „ნოვა“ იქნება პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, რომელიც XPS-ის წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროდუქცია ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, კომპანია ქართული წარმოების 4 დასახელების წებო-ცემენტსა და ბეტეკის წებო-ცემენტს, ასევე შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალ მილებს შესთავაზებს მომხმარებელს.

სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მოხარულია, რომ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით „ნოვა“ აგრძელებს განვითარებას და ადგილობრივ ბაზარს შესთავაზებს პროდუქციას, რომელიც მანამდე საქართველოში არ იწარმოებოდა.

„ნოვა“ არის კარგი მაგალითი, თუ როგორ ვითარდება სახელმწიფოს პროგრამების, კერძოდ, „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ქართული წარმოება. მოხარულები ვართ, რომ „ნოვა“ არა მხოლოდ გაზრდის პროდუქციის წარმოებას ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ საკუთარი პროდუქციის გატანას ექსპორტზეც შეძლებს“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედების მიზნით, კომპანიამ ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 80 ადამიანი დაასაქმა. ჯამურად „ნოვა“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

მათი ცნობით, 2020 წლიდან „ნოვამ“ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეს უკვე საქართველოს 7 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, მარნეულსა და ხაშურში არის წარმოდგენილი საკუთარი მაღაზიით.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს