მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.

როგორც მათ აღნიშნეს, პროფკავშირების გაერთიანება დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტისა და პროგრესული გადასახადების დაწესების ითხოვს.

კერძოდ, ისინი მოითხოვენ, რომ დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საშუალო ხელფასის მინიმუმ 40%, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.

„აუცილებელია პროგრესული გადასახადების დაწესება, რათა სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანებს საშემოსავლო გადასახადი სხვადასხვა ოდენობით, შემოსავლების მიხედვით დაებეგროთ და შესაბამისად, ქვეყანაში შემოსავლების სამართლიანი გადანაწილება მოხდეს, რათა არ გაიზარდოს უფსკრული, რაც ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გამოწვევებთან გასამკლავებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში სოლიდარობისა და სამართლიანობის განცდის ჩამოყალიბებას. გადაუდებლად აუცილებელია:

დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა;

უმუშევრობის შემწეობის დადგენა;

გენდერული უთანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა;

პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;

კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა;

არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება"-აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო