არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რომ პარლამენტში გაასამართლოს სასამართლო, წარმოუდგენელია დემოკრატიისთვის - სურთ შური იძიონ მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა

რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რომ პარლამენტში გაასამართლოს სასამართლო, არის წარმოუდგენელი დემოკრატიისთვის და იმ საკონსტიტუციო მოწყობისთვის, რასაც ჰქვია საპარლამენტო მოწყობა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე აცხადებს, რომ მათ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით წესების დაცვით მიიღეს.

მათ სურთ პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა და სურთ დაბლოკონ სასამართლოს საკითხი, რადგან ის არის ევრორეკომენდაციების ნაწილი და ამით დაბლოკავენ შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემასაც. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ ძალადობრივი ცვლილებებისთვის. აი ეს გეგმა ჰქონდათ, ამ გეგმის დაწყება უნდოდათ პარლამენტიდან, თუმცა, შევიდნენ პოლიტიკურ ჩიხში და ჩაუვარდათ ეს გაუგონარი ინიციატივა.

სინამდვილეში, რეგლამენტი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას ქმნის ოპოზიცია და უმრავლესობა ერთად, შესაბამისად, არანაირი გადახვევა აქ რეგლამენტიდან არ ყოფილა, წესების დაცვით მოხდა სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა და წესების დაცვით მიიღო ბიურომ გადაწყვეტილება,"- განაცხადა თალაკვაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის