საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლის ხარისხის ლაბორატორიაში, მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლება, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დაიწყება.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, დღეს ლაბორატორია სატესტო რეჟიმში მუშაობს.
„ლაბორატორია სატესტო რეჟიმში დღესაც მუშაობს. სრულად არის დაკომპლექტებული. ვფიქრობ, თვის ბოლოდან რეალურ რეჟიმში შევძლებთ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლებას. ამაზე სპეციალური ღონისძიებაც გვექნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.