ზურაბ ჯაფარიძე - ლაზარე გრიგორიადისი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს - ის ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძოდა და გასათვალისწინებელია კონტექსტი

ლაზარე გრიგორიადისი რაც შეიძლება სწრაფად არის გასათავისუფლებელი - უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკური კონტექსტი. ეს ადამიანი ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძოდა, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გრიგორიადისის თავისუფლება პრინციპული საკითხია.

„ლაზარე არის გასათავისუფლებელი და რაც შეიძლება სწრაფად. ნებისმიერ პროტესტში, რომელიც ლაზარეს გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული, მონაწილეობას მივიღებ. ჩემი აზრით, ეს არის პრინციპული საკითხი, რომ ეს ადამიანი გამოვიდეს გარეთ, რაც შეიძლება სწრაფად.

შემიძლია გაგახსენოთ 3 წლის წინ რა ხდებოდა პანკისში. პოლიციელებიც დააზიანეს, პოლიციელების ტექნიკაც, მანქანებიც დაწვეს და არც ერთი ადამიანი არ დასჯილა, იმიტომ, რომ რეალობა იყო ასეთი, რომ პოლიტიკური კონტექსტი გაითვალისწინეს. აქაც იგივე უნდა მოხდეს. უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკური კონტექსტი. ეს ადამიანი ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძოდა. ძალიან მარტივია,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს