კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სირაკუზის უნივერსიტეტს (აშშ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობა სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
სირაკუზის უნივერსიტეტი წარმოადგენს კერძო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც დაფუძნდა 1870 წელს და მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ სირაკუზსში.