CIU-ში პროექტ „ბიზნეს ინკუბატორის“ ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს

1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროექტ „ბიზნეს ინკუბატორის“ ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კომპანია Store Next Georgia-ს გენერალური დირექტორი, FMCG საცალო ვაჭრობისა და კომერციული ექსპერტი ია ნადირაშვილი, „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელად, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა და ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა, ნანა გადელიამ წარადგინეს და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

პროექტის ახალმა ხელმძღვანელმა „ბიზნეს ინკუბატორის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე აუდიტორიას პროექტის განვითარების ხედვა გააცნო. როგორც ია ნადირაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება და სრული ინკუბაციის პროცესის გავლა. „პრაქტიკა ცოდნის გარეშე ილუზიაა - ცოდნა პრაქტიკის გარეშე - ქაოსი“ - აღინიშნა ია ნადირაშვილმა.

ია ნადირაშვილის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, იდეის გარდაქმნა, ორგანიზაციის ოპერირების ისეთ ბიზნეს მოდელში, რომელიც ქმნის ღირებულ პროდუქტს, აქვს მოთხოვნა და ჰყავს შესაბამისი მყიდველი.

„თუ ინვესტიციის მიღება გინდათ, უჩვენეთ, რომ შეგიძლიათ ბიზნესის აწყობა. შექმენით რაიმე მნიშვნელოვანი, რაიმე ახალი, ფულის გამო კი არა, სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“ - ეს სიტყვები ბიზნესმენსა და ინვესტორს, არტურ როკს ეკუთვნის, ია ნადარეიშვილმა კი აუდიტორიას აღნიშნული მიდგომის შესახებ ესაუბრა და მისი პრაქტიკაში განხორციელების გზებზე გაამახვილა ყურადღება.

„მეწარმეობა იწყება მტკიცე გულით, რომელიც აძლიერებს მის შთაგონებას, შინაგან ვნებასა და აზროვნებას, რადგან, პრაქტიკულად, შეუძლებელია კომპანიის შექმნის საწყის ეტაპზე გქონდეს ზუსტად აწყობილი ბიზნეს მოდელი.“ - აღინიშნა ია ნადირაშვილმა.

ია ნადარეიშვილმა ასევე ისაუბრა ტრიგერების, აზროვნების მოდელისა და წარმატებული ქართული სტარტაპების შესახებ.

ამავე დღეს აუდიტორიის წინაშე წარდგა წარმატებული ქართული კომპანია „გურულის“ დამფუძნებელი თეა გოგუაძე, რომელმაც კომპანიის დაარსების პერიპეტიები და მისი განვითარების გზა მიმოიხილა. აღსანიშნავია, რომ კომპანია „გურული“, რომელიც მუდმივ გაფართოებაზეა ორიენტირებული, მჭადის ფქვილს, ღერღილს და ორი ტიპის გურულ სუნელს აწარმოებს, რეალიზაციას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, სამომავლოდ კი უცხოეთის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.

ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ პროექტის ფარგლებში, ბიზნეს ინკუბაციის პროცესი ოთხი ეტაპისგან შედგება: ინკუბაციის გუნდების შერჩევა; მენტორის მხარდაჭერით პროცესის წარმართვა ან პირველადი პროდუქციის დამზადება; ბიზნეს მოდელის / გეგმის ჩამოყალიბება; სადემონსტრაციო დღე / გუნდების დაჯილდოება.

ბიზნეს ინკუბატორზე ინდივიდუალური რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/m7ShbiHcrGsgqbEL8

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელს, ნანა გადელიას.

E-mail: nana_gadelia@ciu.edu.ge

პროექტში ჩართვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს შეუძლია.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს