პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ლგბტქი+ ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა და ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასთვის” მენეჯერმა რუსუდან ტუშურმა გახსნეს. სამსახურის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ასევე, ლელა ჯანაშვილმა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი - სოფიო შამუგია და აპარატის უფროსის მოადგილე - მარიამ გაიპარაშვილი უძღვებოდნენ.

„ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელ კანონმდებლობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრაქტიკას. მიღებული ცოდნა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს დაეხმარება შემდგომი საქმიანობის პროცესში უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და პრევენცია.

ტრენინგს ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, თბილისი პრაიდი, ქვიარ ასოციაცია - თემიდა და საქართველოს შემეცნებითი ცენტრი CCG, ასევე, აქტივისტები.

ტრენინგი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

საჯარო და კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის სწორედ წარმართვის და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ინფორმაციის და გამოცდილების მუდმივად გაცვლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში