მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და პარლამენტთან სიტყვით გამოსვლებით დასრულდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში უნდა დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საშუალო ხელფასის მინიმუმ 40%, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.
აქციის მსვლელობისას აღინიშნა, რომ გადაუდებლად აუცილებელია დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა, უმუშევრობის შემწეობის დადგენა, გენდერული უთანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა, პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა, კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა, ამასთან არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, წელს საქართველოს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას პროფკავშირელი ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქართველი დასაქმებულები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან შემოუერთდნენ.