8 მარტის აქციაზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 15 მაისს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 მარტის აქციაზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილის პროცესი გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მმტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

“ბრალდების მხარემ პოლიციელების ჩვენებები და ვიდეოკადრები წარადგინა, აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროცესი არსებით სხდომაზე გაგრძელდეს. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ საქმის მასალები და ბრალი ერთმანეთს არ შეესაბამება”, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა თავად თორნიკე აკოფაშვილმა, რომელიც 3 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ აკოფაშვილმა აღნიშნა, ბრალდებას მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ გააჩნია.

„თვითონ პროკურატურასაც არ გააჩნია ის ნივთმტკიცება, რაზეც საუბრობენ. დაზარალებული ამბობს, რომ მან მენტალური/სულიერი ტანჯვა მიიღო და გამოდის, რომ მას უბრალოდ სიტყვაზე ენდობიან. ამიტომ ჩანს, რომ ეს საქმე არის ზევიდან ნაკარნახევი”, - განაცხადა თორნიკე აკოფაშვილმა.

შემდეგი სხდომა 15 მაისს გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა