ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა

პეკინში პუტინის ვიზიტის შედეგებზე, იმაზე, სავარაუდოდ, რა გავლნას იქონიებენ ეს ვიზიტები მსიფლიო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, დასრულდა პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ჩინეთში. პეკინი მას ისეთივე პომპეზურობით შეხვდა როგორც ამას წინათ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს.

პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებზე ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება. ფაქტია, რომ ამ ვიზიტისაგან მოსკოვს მეტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინის მიერ სი ძინ პინისა და ჩინეთის მიმართ უხვად გაკეთებული კომპლიმენტების მიღმა, შედეგის თვალსაზრისით, რუსეთს ბევრი არც არაფერი მიუღია.

თქვენ როგორ შეაფასებდით პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს?

- ჩინეთში პუტინის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო „გაზპრომის“ პროექტზე, გაზსადენ „ციმბირის ძალა-2“-ზე შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩინეთი არ დათანხმდა, რამაც გამოიწვია რუსეთში „გაზპრომის“ აქციების ვარდნა.

პეკინში პუტინის ვიზიტი მოსკოვისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უშედეგო აღმოჩნდა

კრემთან დაახლოებული ბიზნესწრეებს ჰქონდათ მოლოდინი რომ ამ თემაზე შეთანხმებას ჩინეთთან მიაღწევდნენ, რადგან, პუტინი პეკინში ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავების საკითხებზე სამსჯელოდ ჩავიდა.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, უნდა ითქვას, რომ პუტინის ვიზიტი დეკლარაციულ და ცერემონიალურ ხასიათს ატარებდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას რომ პეკინში პუტინის ვიზიტი მოსკოვისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უშედეგო აღმოჩნდა.

- არადა, რუსული პროპაგანდა, ავითარებდა აზრს, რომ თუ ევროპა უკრაინის საკითხში რუსეთთან დათმობებზე არ წავიდოდა, რუსეთი მზად იყო ჩინეთზე და აზიის ქვეყნებში ეძებნა საიმედო პარტნიორები...

- ჩინეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა ჩინეთის პირობებით გაგრძელდება. უბრალოდ, ამ ურთიერთობებს ახალი არაფერი დამატებია.

იმის გამო რომ უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთი დასავლეთის სანქციების ქვეშ რჩება, რუსეთი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთზე.

- სი ძინ პინმა და პუტინმა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ასევე დეკლარაციას, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში მრავალპორალური სამყაროს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

საქმე ისაა რომ მრავალპორალური სამყარო, რაზეც რუსეთი დიდი ხანია საუბრობს, რუსეთი პოლუსად და მიზიდულობის ცენრტად კარგა ხანია არ განიხილება...

- მრავალპორალური სამყაროს კონცეფციაზე დიდი ხანია მსჯელობენ, ეს სიახლე არაა. ამისთვის პუტინის პეკინში ჩასვლა სულაც არ იყო საჭირო. ფაქტი ისაა, რომ ჩინეთში პუტინის ვიზიტი უშედეგო იყო.

რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთი სარგებლობს იმით რომ ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების, აშშ-სა და რუსეთის პოლიტიკა ჩიხშია შესული. თავად ჩინეთს კი არ უნდა ჩაერიოს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ კრიზისებში, რადგან მასში ჩართვა, დიდ საფრთხეეებთანაა დაკავშირებული. ჩინეთს ახლა არჩეული აქვს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და იმისათვის დალოდებაა, როცა სხვები შეცდომებს დაუშვებენ და ამით ის ისარგებლებს.

ჩინეთს ახლა არჩეული აქვს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და იმისათვის დალოდებაა, როცა სხვები შეცდომებს დაუშვებენ და ამით ის ისარგებლებს

ტრამპი ისეთ სიტუაციაშია აღმოჩენილი, როცა ირანთან მოლაპარაკება არ გამოდის. იგი იძულებული იქნება ირანის წინააღმდეგ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია. არც კუბასთან შეთანხმება არ გამოდის და აქაც შეიძლება მოუწიოს სამხედრო ოპერაციის ჩატარება.

რუსეთს მეხუთე წელია უკრაინასთან ომში არაფერი გამოსდის და ახლა რუსეთს ევროპასთან უწევს დაპირისპირება. ამ ვითარებაში ჩინეთი თამაშობს მსოფლიოში ერთადერთი ზესახლმწიფოს როლს, რომელიც მთელ სამყაროში სტაბილურობის გარანტიაა.

- ტრამპს რუსეთთან გარიგება უნდოდა და უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგობის გამო არ გამოსდის. არც რუსეთს გამოსდის ორ სკამზე ჯდომა, მაგრამ, უწევს სულ მეტად გაუწიოს ანგარიში ჩინეთს.

რუსეთის დღის წესრიგშია როგორც უკრაინასთან ომის დასრულება, ისე ევროპის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა, მაგრამ არც ეს გამოსდის...

- დიახ, სწორედ ასეა. ამ სიტუაციებით სარგებლობს ჩინეთი. ჩინეთის ყველა მეტოქე - აშშ და რუსეთი ჩიხშია არიან შესული და ამით მას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური მოგება.

ჩინეთის ყველა მეტოქე - აშშ და რუსეთი ჩიხშია არიან შესული და ამით მას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური მოგება

ის რომ „გაზპრომის“ პროექტზე ჩინეთსა და რუსეთს შორის არ შედგა შეთანხმება იმაზე მეტყველებს რომ ჩინეთს აწყობს რუსეთის სტრატეგიული დასუსტება. ჩინეთს ევრაზიულ სივრცეში რუსეთთან შედარებით აქვს უპირატესობა. რაც უფრო მეტ ხანს იქნება უკრაინა-რუსეთის ომი, ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება.

- ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა - „ვლადიმერ პუტინმა საბოლოო ჯამში შესაძლოა, ინანოს უკრაინაში შეჭრა.“

თქვენ როგორ გაიგეთ ტრამპთან პრივატულ საუბარში ჩინეთის ლიდერის ეს განცხადება?

- ამგვარი მსჯელობები დიპლომატიურ თამაშებს ჰგაქვს. ფეხბურთის ტერმინოლოგიით, ეს ნიშნავს იმას რომ სი ძინ პინმა ტრამპს „პასი მისცა“, მაგრამ არაოფიციალურად.

მეორე მხრივ პუტინი წითელი ხალიჩით მიიღო, მაგრამ, რეალურად ისეთ შეთანხმებაზე, რომელშიც კრემლი იყო დაინტერესებული, არ წავიდა. ჩინეთი დაინტერესებულია იმით, რომ ჩიხში შესული ძირითადი პარტნიორები რაც მეტ შეცდომას დაუშვებენ, ჩინეთი მეტ სარგებელს ნახავს. თავად კი რისკებზე არ მიდის.

აშშ-ირანის დაპირისპირებაში ჩინეთის ჩარევა რისკებთან იქნება დაკავშირებული, კუბის კრიზისში ჩარევაც რისკებს შეიცავს. ამიტომაცაა პეკინის პოზიცია ასეთი - დაელოდოს იმას, სხვები რამდენ შეცდომას დაუშვებენ.

- ვითარებაში, როცა რუსეთის ეკონომიკა კრიზისშია, ჩინეთი კი ეხმარება, მაგრამ, როგორც ჩანს, არასაკმარისად, რუსეთს მეტად გაუჭირდება უკრაინასთან ომის წარმობა...

- საქმე ისაა, რომ უკრაინასთან ომის წარმოებასთან დაკავშირებით პუტინის და რუსეთის მთავრობის გეგმები რეალისტური არაა.

როგორც ჩანს, გენერლებმა პუტინი დააჯერეს იმაში რომ ზაფხულში რუსული შეტევა იქნება წარმატებული. გარდა ამისა, ახლა რომ ტარდება ბელორუსიაში ბირთვული იარაღის გადაადგილებებით სამხედრო წვრთნები, გახლავთ ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია ევროპელებზე, რომ ევროპა შეშინდეს და შეაჩეროს უკრაინისთვის დახმარება. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობას ახლა ორი ასეთი გათვლა აქვს.

ექსპერტები ამბობენ, რომ არც ერთი ეს გათვლა არ იმუშავებს, მაგრამ რუსი სამხედროების ვარაუდოთ, მას შედეგი უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება რუსეთში ეკონომიკურ სიტუაციას, ეკონომისტების აზრით, წლის ბოლომდე რუსეთს შეეძლება უკრაინასთან ომის წარმოება, მაგრამ, მომავალ 2027 წელს რუსეთს ეკონომიკაში დიდი პრობლემები ექნება. ამიტომ, პუტინი წლის ბოლომდე ეცდება უკრაინის წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციების ჩატარებას.

წლის ბოლომდე რუსეთს შეეძლება უკრაინასთან ომის წარმობა, მაგრამ, მომავალ 2027 წელს რუსეთს ეკონომიკაში დიდი პრობლემები ექნება. ამიტომ, პუტინი წლის ბოლომდე ეცდება უკრაინის წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციების ჩატარებას

- რუსებს ჰქოდათ მცდელობა ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში წინ წაწეულიყვნენ, მაგრამ, უკრაინელებმა მათი შეტევები არა მარტო მოიგერიეს, რიგ მონაკვეთებზე რუსებს უკან დახევა მოუწიათ...

- ისტორიაში ხშირად ხდება, როცა ქვეყნის ხელმძღვანელი უშვებს შეცდომებს და სჯერა რომ ბოლო შეტევა იქნება წარმატებული.

რეალურად, პუტინს დრო აქვს ნოემბრამდე. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე აშშ-ში „რესპუბლიკელები“ ალბათ წააგებენ შუალედურ არჩევნებს კონგრესში. თუ აშშ-მ ირანში წარმატებას მოაღწია, სხვა ვითარება იქნება. მაგრამ, უმეტესობა თვლის რომ მოახლოებულ არჩევნებზე ტრამპის პარტია შუალედურ არჩევნებს წააგენს. ასეთ შემთხვევაში ტრამპი იქნება „კოჭლი იხვი“ და ტრამპის რუსეთთან გარიგების გეგმები რეალისტური აღარ იქნება.

პუტინს დრო აქვს ნოემბრამდე... ამიტომაა რომ პუტინი ცდილობს ბრძოლის ველზე აქტიურობას, ხელშესახები შედეგების მიღწევას და ტრამპთან გარიგებაზე მოლაპარაკებების წარმოებას

ამიტომაა რომ პუტინი ცდილობს ბრძოლის ველზე აქტიურობას, ხელშესახები შედეგების მიღწევას და ტრამპთან გარიგებაზე მოლაპარაკებების წარმოებას.

- რუსეთი ფრონტის ხაზზე შედეგებს რომ ვერ აღწევს, ამიტომაც მოუწოდა ჯერ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა ზელენსკის გასცეს ბრძანება და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ უკრაინის იმ ოლქების 20%, რომელსაც რუსები ძალის გამოყენებით ვერ იკავებენ. საუბარია იმ ოლქებზე რუსეთმა ომადე რომ შეიყვანა რუსეთის შემადგენლობაში.

პესკოვის შემდეგ, ამგვარი მოწოდებები კიევის მისამართით მოსკოვიდან ახლა ბევრი ისმის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინელები ამ ტერიტორიებიდან გავიდნენ, ასევე არარეალისტურია რუსებმა ეს ტერიტორიები დაიკავონ...

- როგორც სამხედროები ამბობენ სლავიანსკი და კრამატორსკი ისეთი ციხესიმაგრეებია, რომ რუსებმა რომც ეცადნონ, მათ დაკავებას რამდენიმე წელი დასჭირდება. როგორადაც არ უნდა იყოს მათი ვარაუდები, ცხადადაც კი ჩანს რომ ეს გეგმები იქნება პუტინის ბოლო მცდელობა კონსტიტუციაში შეტანილ ოლქებზე სრულად დაამყაროს კონტროლი და უკრაინასთან ომში რუსეთი გამარჯვებულად გამოაცხადოს.

ცხადადაც კი ჩანს რომ ეს გეგმები იქნება პუტინის ბოლო მცდელობა კონსტიტუციაში შეტანილ ოლქებზე სრულად დაამყაროს კონტროლი და უკრაინასთან ომში რუსეთი გამარჯვებულად გამოაცხადოს

რადგან ნოემბრამდე დრო ცოტაა დარჩენილი, პუტინი შეეცდება ფრონტის ხაზზე მაქსიმალურ ესკალაციაზე წავიდეს მიზნის მისაღწევად.

- ბელორუსში დაწყებულ სამხედრო წვრთნებზე კი ისაუბრეთ, მაგრამ თქვენთან შეხმიანებამდე გავეცანი მასალას, რომლის თანახმადაც იმ რაიონებში, რასაც სამხედრო წვრთნებია დაწყებული, მოქალაქეებს გადაადგილება აეკრძალათ.

ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ, იმდენად დიდ ტერიტორიაზე საუბარი, რჩება შთაბეჭდილება, რომ იქ დაწყებული წვრთნები მხოლოდ ევროპელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად არ ხდება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა რომელიმე ევროპულ ქვეყანას ბირთვული იარაღი დაარტყას, რაზეც ასე ხშირად საუბრობენ კრემლის პროპაგანდისტები?

- გავრცელებული ცნობებით რუსეთმა ბელორუსში სამხედრო სწავლებებისთვის შეიტანა ბირთვული იარაღის სახეობები.

არა მგონია ეს იარაღი იქნას გამოყენებული. როგორც ვთქვი იგი გამოიყენება ევროპელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად. ევროპელების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისთვის არფერი კარგის მომტანი არ იქნება, ამიტომ, არა მგონია ეს იაღარი იყოს გამოყენებული.

ევროპელების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისთვის არფერი კარგის მომტანი არ იქნება, ამიტომ, არა მგონია ეს იაღარი იყოს გამოყენებული

არაა გამორიცხული ბალტიის ქვეყნების წინაღმდეგ გარკვეულ პროვოკაციებზე, მაგრამ, არა მგონია რუსებმა რომელიმე ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენონ.

- გასულ კვირას გავრცელდა ცნობა რომ უკრაინელებს უკვე აქვთ უკრაინული წარმოების ავაიციური ბომბი.

გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით უპირატესობა ახლა უკრაინის მხარესაა, რის დემონსტრირებასაც ისინი რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებებით ადასტურებენ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ახლა კონტრშეტევაზე უკრაინელები გადავიდნენ?

- დიახ, ახლა ტექნოლოგიური უპირატესობა უკრაინის მხარესაა. პენტაგონმა განაცხადა რომ სურს უკრაინული დრონების სერიულად გამოშვება იმისთვის რომ აშშ-ს ჰქონდეს თავის შეიარაღებაში.

ახლა უკრაინელების ტაქტიკაა რუსული ლოჯისტიკის განადგურება. უკრაინა-რუსეთის ფრონტი ძალიან გრძელია და ერთროულად ყველა მიმართულებაზე შეტევის დაწყება შეუძლებელია.

რაც შეეხება ბრძოლის ველზე სიტუაციას, ეს ისეთი ომის ტიპია, დიდი კონტრშეტევების დაწყება და ასე ომის წარმოება ძალიან რთულია. დრონები აკონტროლებენ ბრძოლის ველს. ახლა უკრაინის მთავარი გათვლაა, მაქსიმალური ზიანი მიაყენონ რუსულ ლოჯისტიკას, სამხედრო წარსმოების ქარხნებს, ნავთობგადასამუშავებელ საწარმოებს, პორტებს და ასე შემდეგ.

ახლა უკრაინის მთავარი გათვლაა, მაქსიმალური ზიანი მიაყენონ რუსულ ლოჯისტიკას, სამხედრო წარსმოების ქარხნებს, ნავთობგადასამუშავებელ საწარმოებს, პორტებს და ასე შემდეგ

- ამას წინათ ვნახე ინფორმაცია რომ იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რომელიც ხმელეთით ყირიმს უკავშირდება, უკრაინელებმა რუსული ლოჯისტიკა სერიოზულად დააზიანეს.

რჩება შთაბეჭდილება რომ არაა გამორიცხული უკრაინელებმა ყირიმს შეუტიონ...

- არა მგონია უკრაინელებმა რომელიმე მიმართულებაზე შეტევა დაიწყონ. კომუნიკაციებსა და ლოჯისტიკაზე დარტყმები აიძულებს მეტოქეს უკან დაიხიოს. უკრაინა ფსონს პირდაპირ შეტევებზე არ დებს, ლოჯისტიკაზე და კომუნიკაციებმა დარტყმებით უნდათ აიძულონ მეტოქე დაიხიონ უკან.

- სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს მსოფლიო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ტრამპისა და პუტინის ვიზიტები პეკინში?

- ჩინეთი სარგებლობს იმით რომ რუსეთი უშვებს შეცდომებს, სუსტდება ეკონომიკურად, პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად და ევრაზიულ სივრცეში თმობს პოზიციებს.

ჩინეთის პოლიტიკა ამგვარია - არ წავიდეს რისკებზე, დაელოდოს იმას როცა მეტოქეები შეცდომებს დაუშვებენ, რითაც ის შემდეგ ისარგებლებს.

ტრამპმა დიდ წარმატებად გამოაცხადა ის რომ ჩინეთი ირანს იარაღით არ დაეხმარება.

ჩინეთს ირანის რეჟიმის არსებობა პერსპექტივაში არ აწყობს რადგან თეირანის რეჟიმი ძალიან რადიკალურია და მართვადი არ არის. ამიტომაა მათი მხარდაჭერა არც მას აწყობს და მათი შენარჩუნება არ შედის მის სტრატეგიულ ინტერესებში.

ჩინეთს ირანის რეჟიმის არსებობა პერსპექტივაში არ აწყობს რადგან თეირანის რეჟიმი ძალიან რადიკალურია და მართვადი არ არის. ამიტომა მათი მხარდაჭერა არც მას აწყობს და მათი შენარჩუნება არ შედის მის სტრატეგიულ ინტერესებში

მაგრამ დღს ეს რეჟიმი პრობლემებს უქმნის აშშ-ს, ამერიკელები სუსტდებიან. აშშ იძულებულია დაიწყოს ირანში სპეცოპერაცია, რაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის დიდი პრობლემების მომტანი იქნება. ეს კი ჩინეთს დამატებით სარგებელს მოუტანს.

რაც შეეხება ირანს, როგორც სახელმწიფოს, ირანში როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები ირანი იძულებული იქნება ითანამშრომლოს ჩინეთთან. ჩინეთი ახლაც თანამშრომლობს ირანის რეჟიმთან და ხელისუფლების ცვლილებაც რომ მოხდეს, მაინც ითანამშრომლებს.

- ამ მოვლენების ფონზე, ცხადად კი ჩანს რომ ევროპა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას...

- დიახ, რა თქმა უნდა, ევროპას სხვა გზა, გარდა იმისა რომ დაეხმაროს უკრაინას არ აქვს. თუ ევროპა უკრაინას არ დაეხმარება, ევროპელებს რუსეთთან დაპირისპირება მოუწევთ.

თუ ევროპა უკრაინას არ დაეხმარება, ევროპელებს რუსეთთან დაპირისპირება მოუწევთ

ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ახლა ის პერიოდია, როცა მოსალოდნელია უკრაინა-რუსეთის ფრონტზე ვითარების მაქსიმალური ესკალაცია, ამის ალბათობა აშკარად გაზრდილია, ამის მიზეზი ისააა რომ ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა