დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ღამით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სახლი, ცხრა საგანმანათლებლო დაწესებულება და ხუთი მაღაზია დაზიანდა.

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

„პავლოგრადში 24 მრავალსართულიანი შენობა, 80 კერძო სახლი, 9 სკოლა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება და 5 მაღაზია დაზიანდა“, - აღნიშნულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 31 აპრილისა და 1 მაისის ღამეს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში აფეთქებების ხმა გაისმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს