ადვოკატები ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ აღნიშნა, ლაზარე გიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა ჰქონდეს, როცა იგივე ბრალდებით დაკავებულებს 2000-3000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

ადვოკატის განმარტებით, შერჩევითი სამართლით იხელმძღვანელა პროკურატურამ, როცა გრიგორიადისის მიმართ პატიმრობა მოითხოვა.

ბითაძის განმარტებით, ბრალდებულს მიმალვა ერთი წუთითაც არ უცდია მიმალვა და არც მტკიცებულებების განადგურება უცდია.

სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა.

"მიმალვასთან დაკავშირებით ანალოგიურს ვიტყვი, მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში მივიმალებოდი, ტანსაცმელიც კი, დაკავებისას რაც მეცვა, ის მეცვა აქციაზეც", - განაცხადა გრიგორიადისმა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. როგორც საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ აღნიშნა, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ადვოკატების განცხადებას, რომ პროკურატურას ბრალდებულის მიმართ პირადი ინტერესები გააჩნია.

იაკობიძის თქმითვე, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას დანაშაულის კატეგორიას გამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების ფონზე ახალი დანაშაული ჩაიდინა.

გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 3 პირის - თორნიკე აკოფაშვილის, გიორგი მიქაძისა და ტარიელ დალაქიშვილის წინასასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში