ლევან ხაბეიშვილი - დედაქალაქს პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისს „პუტინისტი და რუსეთუმე“ მერი ჰყავს.

ამის შესახებ ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, „თუ მოგვცემენ სტატუსს, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა“.

„დედაქალაქს პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს...

საქართველოში დაბადებული კაცი, იმ საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, უკრაინაში "ფეხადგმული", რომელსაც სასტიკად უსწორდება მკვლელი პუტინი და მაინც რუსეთუმე, მაინც პუტინისტი... ასე იცის კორუფციამ და მომხვეჭელობამ...

მკვლელი შადრევნით, ყველაფერში "ფულაობით" , ზონდერების ხელმძღვანელობით ცნობილი მერი...

უნდა დავასრულოთ შურისმაძიებელი, პუტინისტები და ხელიხელ ჩაკიდებულებმა, გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა”, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს