ზვიად ძიძიგური - „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან რეჟიმზე ლაპარაკი ყავლგასულია, ხელისუფლებას არსენალში აღარ აქვს კრეატიული იდეები - მუდმივად დემონსტრირება: „მე ყოჩაღად ვარ“, ერთ რამეს ადასტურებს, რომ არ აქვს კარგად საქმე

თუ „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძებს და ებრძვის, პარლამენტში, თავიანთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიხედოს - მაგიდასა და სკამზე შემდგარი რომ სვამდნენ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს, იმ ხალხით არის გამოტენილი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგური რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინდელი აქცია ხელისუფლების მოწყობილი იყო.

„ვერ ისწავლა ჭკუა ვერცერთმა ხელისუფლებამ. ამ აქციის დატვირთვა იყო 7-8 მარტის აქციის საპირწონე რაღაც დაედოთ და ეთქვათ, რომ მარტო თქვენ არ ხართ და ჩვენც ვართ. როცა ასეთი აქციებია და ხელისუფლება ყელყელაობს: „აი, რამდენი ხალხი მიჭერს მხარს“, ეს სისუსტეს ადასტურებს.

გუშინ ვუსმენდი ჩემს ყოფილ მეგობრებს, რომლებიც გამოდიოდნენ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობაო“. სადღაა „ნაციონალური მოძრაობა“? თავად „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. 2012 წლიდან უკვე 11 წელი გავიდა. გარდა ამისა, სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პერსონა ციხეში ზის. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ეძებს „ოცნება“ და ებრძვის, თვითონ პარლამენტში, თავიანთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიხედოს. მაგიდასა და სკამზე შემდგარი, რომ სვამდნენ მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს, იმ ხალხით არის გამოტენილი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა და ყველაზე აგრესიულად ისინი გამოდიან 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და რა დროს „ნაციონალური მოძრაობაა“.

სახელისუფლებო აქცია არამარტო ორგანიზების თვალსაზრისით იყო, არამედ ტექსტოლოგიურად ემთხვეოდა ერთი-ერთში და ფორმალურადაც არ უცდიათ, რომ რაღაც ოპოზიციური შეენარჩუნებინათ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან რეჟიმზე იყო ლაპარაკი, რაც ჩემი აზრით, უკვე ყავლგასულია. უამრავი გამოწვევა აქვს ქვეყანას და მე ვფიქრობ, ასეთ დროს ხელისუფლების ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არსენალში აღარ აქვს კრეატიული იდეები, რომ დაელაპარაკოს საკუთარ მოსახლეობას. მუდმივად დემონსტრირება, რომ - აი, მე ყოჩაღად ვარ და კარგად ვარ, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ მუდმივად ბაქი-ბუქობს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხვდება, რომ არ აქვს კარგად საქმე.

არჩევნები მოდის წელიწადნახევარში და არჩევნებისთვის მზადება არის. ხელისუფლება ცდილობს კონსერვატიულად განწყობილი ადამიანების სიმებზე იმოქმედოს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის