მე მგონი, მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება ცოტა ხანში, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ წინასწარ იყო ყველაფერი გადაწყვეტილი.
„ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან დათრგუნული ვარ. ვერ ვაზროვნებ, ვერც ვსაუბრობ. სასამართლოზე ისე თავისუფლად ისხდნენ, ეს ორი გვრიტი - პროკურორები, თითქოსდა ყველაფერი იყო გადაწყვეტილი, ასეთი განცდა გამიჩნდა. 20 ათასი გირაო შესთავაზა ადვოკატმა, მაგაზეც უარი თქვა ადვოკატმა. მე მგონი, მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება ცოტა ხანში.
ცოტა მძიმე იყო ეს ამბავი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, ბოლომდე გაგრძელდება. ძალიან არ მინდოდა ეს პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.
ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.