ჩინეთში, Sinochem-ის ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, აფეთქება დღეს დილით შანდუნის პროვინციის ქალაქ ლიაოჩენში მოხდა.
ამასთან, როგორც მედია წერს, შემთხვევის გამომწვევ მიზეზზე გამოძიება მიმდინარეობს.