"თბილისი ენერჯი“ - გაზსადენის დაზიანების გამო ვაკის რაიონში 3700-მდე აბონენტს გაზი ავარიულად შეუწყდა

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, ვაკის რაიონში 3700-მდე აბონენტს გაზი ავარიულად შეუწყდა.

მათი ცნობით, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ, ერთ-ერთმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ამის გამო 1 მაისს , 13:45 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა 3700 აბონენტს.

„გაზის მიწოდება შეუწყდა: ვაკის რაიონში: ი. ჭავჭავაძის გამზ. 23, 23-23ა, 29, 29ა, 29ა-ბ, 33, 33ა, 33ბ, ი. ჭავჭავაძის I ჩიხი 35, I ჩიხი 35ა, I ჩიხი 35ბ, ი. ჭავჭავაძის I ჩ. 5ა (ნინო რამიშვილის ქ. 5გ), ი. ჭავჭავაძის I ჩ. 25გ-ში მდებარე შპს ,,აი ჯი ეს ჯგუფი"-ს, ი. ჭავჭავაძის I ჩ. 23, 25, 27, 27ა-ში (ნინო რამიშვილის ქ. 9) მდებარე შპს ,,სონნეტ ქონსთრაქშენი"-ს, ი. ჭავჭავაძის I ჩიხის მიმდ. (ნინო რამიშვილის ქ. 3ა), ვლადიმერ გაბაშვილის ქ. 1, 2, 3, 4, 5, ი. ჭავჭავაძის გამზ. 17ა, 17ბ, ი. ჭავჭავაძის II ჩ. 3, ი. ჭავჭავაძის II ჩ. 4, ი. ჭავჭავაძის II ჩ. 5, ი. ჭავჭავაძის II ჩ. 5ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ი. ჭავჭავაძის I ჩიხი 22 (იგივე ნინო რამიშვილის ქ. 22), ნინო რამიშვილისქ. 31, 31ა, ნინო რამიშვილის ქ. 7, კოკა კლდიაშვილის ქუჩაზე და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს,,იუ-ჯი-თი", სს ,,თიბისი ბანკი", ბანკი ,,რესპუბლიკა", მსოფლიო ბანკის ოფისი, სს ,,ტრანსმშენი", ,,მცირე აკადემია", შპს ,,მზიანი", საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობა საქართველოში, შპს ,,ოპტიმუმი", სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შპს ,,აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" და სხვა;

საბურთალოს რაიონში: სიმონ ჩიქოვანის ქ. 4ა, 6, 6ა, 24, 24ა, 30, 34, 36, 38, კოსტავას ქ. 68, ჭაბუა ამირეჯიბის გზ. 1 (ნინო რამიშვილის ქ. 37ა, 37ბ), ლიხაურის შეს. 9, ლიხაურის, დოლიძის, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის ქუჩების მოსახლეობის ნაწილსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ, კომუნალურ ობიექტებს, მათ შორის ს. ჩიქოვანის ქ. 26-ში მდებარე საჯარო სკოლა #195-ს, კოსტავას ქ. 68-ში მდებარე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში