საფრანგეთში საპირველმაისო დემონსტრაციებზე 180 პირი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქებში საპირველმაისო დემონსტრაციების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პარიზის გარდა, არეულობა იყო ლიონში, ნანტში, მარსელში, ტულუზასა და რენში.

მედიის ცნობით, საღამოს 5 საათისთვის დემონსტრაციების დროს 180 პირი დააკავეს, მათგან 53 პარიზში.

როგორც მედია წერს, დემონსტრანტებთან შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც პროფკავშირებმა მშრომელთა საერთაშორისო დღის ტრადიციული მსვლელობები ანტისამთავრობო პროტესტად, საპენსიო ასაკის ზრდის გამო, გადააქციეს.

მედიის ცნობითვე, პარიზში დემონსტრაცია, რომელსაც პროფკავშირები უძღვებოდნენ, მშვიდობიანად დაიწყო. დემონსტრანტები სოციალურ სამართლიანობას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ან მის მიერ ინიცირებული კანონის გაწვევას მოითხოვდნენ, რის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პარიზში, ზოგიერთი ავტობუსის გაჩერება და მაღაზიების ფასადი დააზიანეს. ამასთან, პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო