თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში, დეკემბრიდან 20 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა, საიდანაც ნახევარი „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები არიან.
კირბის თქმით, ეს რიცხვი აშშ-ის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა.
მისივე თქმით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ბახმუტის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 100 000-ს აღწევს.