თამარ გაბუნია „ვოსორიტიდზე” - ინფორმაცია უნდა მივიღოთ მწარმოებლისგან, რომელიც დაადასტურებს მედიკამენტის მოწოდების ვადებს, ვფიქრობ, გონივრული ვადები იქნება, ყველა მხარისთვის მისაღები

მშობლებთან ამ კვირაში რამდენიმე შეხვედრის ჩანიშვნას ვფიქრობთ, ხვალ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი დროსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მოიაზრებს სამუშაო ჯგუფებში და საბჭოში მშობლების მონაწილეობას.

“ჩვენი შეთავაზებაა, მუშაობა კონსტრუქციულ ფორმატში გავაგრძელოთ და ეს მუშაობა იყოს ერთობლივი. ამ კვირაში რამდენიმე შეხვედრის ჩანიშვნას ვფიქრობთ, ხვალ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი დროსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. არის სამუშაო ჯგუფი და საბჭო. ორივე სტრუქტურა სხვადასხვა რეჟიმით მუშაობს. ჩვენ ორივე ჯგუფში მოვიაზრებთ მშობლების მონაწილეობას. ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება, რომ საბოლოო ჯამში შედგეს ერთიანი შეთანხმების ჩარჩო, რომელიც მოკლე ხანში შექმნის პირობებს მედიკამენტის ქვეყანაში უსაფრთხოდ დანერგვისთვის.

დიახ, მედიკამენტი რამდენიმე ქვეყანაში დანერგილია. დანერგვის ადრეული ეტაპია, მაგრამ მეტი ინფორმაცია იყო საჭირო, სწორედ ამან განაპირობა ჩვენი კომუნიკაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადების ასოციაციასთან, რომლებიც პაციენტის ადვოკატია და მე მათ იმისთვის მივმართე, რომ კიდევ მეტი მტკიცებულებები გაეზიარებინათ ამ მედიკამენტის დადებით მხარეებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მყარი საფუძველი გვქონოდა მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე ისაუბრა მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ სამკურნალოდ დანერგვის ვადებსა და პროტოკოლზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მედიკამენტის უსაფრთხოდ დანერგვისთვის გარკვეული დროა აუცილებელი.

მისივე თქმით, სამინისტროს მწარმოებლის მხრიდან დასტური როგორც კი ექნება, შემდეგ უფრო მკაფიოდ შეძლებენ ვადების დასახელებას.

ამასთან, გაბუნია ფიქრობს, რომ ვადები გონივრული, მხარეებისთვის მისაღები იქნება.

„მწარმოებელთან თავიდანვე იყო საუბარი და შემდეგ გაგრძელდა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობითაც, რომ ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით კონკრეტული გეგმა უნდა მომზადდეს საქართველოში, თუ როგორ მოხდება ამ მედიკამენტის დანერგვა, რა პირობებზე შევჯერდებით, რა იქნება მწარმოებლის პასუხისმგებლობა ამ პროცესში. როდესაც ახალი მედიკამენტი ინერგება, პასუხისმგებლობა ნაწილდება მწარმოებელზე, ექიმებსა და ასევე სახელმწიფოს შორის, რადგან არის რისკები, რომელთა გადაზღვევაც აუცილებელია. ეს პროცესები მშობლებთან ყოველთვის იყო გაზიარებული.

ვფიქრობ, რომ ყველაზე კრიტიკული მომენტი არის მედიკამენტის დანერგვის სისწრაფე და ტემპი, სწორედ ამან გამოიწვია ის უკმაყოფილება, რასაც ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალს. ქვეყანაში მედიკამენტის უსაფრთხოდ დანერგვისთვის გარკვეული დრო აუცილებელია. მტკიცებულებები მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ აუცილებლად უნდა გვქონდეს და ასევე მოსამზადებელია ინფრასტრუქტურული საკითხები, ეს პროცესები უნდა გავიაროთ.

რაღაც ვადები ჩემთვის ცნობილია, რაღაცაზე მეტი ინფორმაცია მჭირდება და მწარმოებელმა უნდა მოგვაწოდოს ეს ინფორმაცია. კომუნიკაცია პროცესშია და როგორც კი გვექნება მწარმოებლის მხრიდან დასტური მთელ რიგ საკითხებზე, შემდეგ უფრო მკაფიოდ შეგვიძლია ვადები დავასახელოთ.

პროტოკოლის ნაწილს რაც შეეხება, ეს არის ივნისის დასაწყისი. ამ კვირაში მშობლებთან შეხვედრა, რომ შედგება ეს დეტალები გვინდა რომ გავიზიაროთ. რაც დღეს ჩემთვის ცნობილია ის თარიღი შემიძლია დავასახელო. ამ პროცესში მარტო არ ვართ, ინფორმაცია უნდა მივიღოთ მწარმოებლისგან, რომელიც დაადასტურებს მედიკამენტის მოწოდების ვადებს. ვფიქრობ, რომ გონივრული ვადები იქნება, ისეთი რომ ყველა მხარისთვის მისაღები იყოს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი