თამარ გაბუნია - „ვოსორიტიდს” არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, თუმცა ეს ფაქტორი შესაძლებელია ექსპერტული დახმარებით დავძლიოთ და მედიკამენტს უფრო ადრე მივცეთ ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობა

„ვოსორიტიდს” არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, თუმცა ეს ფაქტორი შესაძლებელია ექსპერტული დახმარებით დავძლიოთ და მედიკამენტს უფრო ადრე მივცეთ ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობა , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, პროცესი დაძრულია, რომ მედიკამენტზე, რომელიც ამ ეტაპზე იმედისმომცემ შედეგებს უჩვენებს, დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„კვლევის ნეგატიური შედეგები თუ გამოჩნდა, ან რომელიმე ქვეყანამ აღმოაჩინა, რა თქმა უნდა, ასეთი მედიკამენტის გამოყენება არავის მოუნდება. მე, მაინც უფრო ოპტიმისტურ სცენარზე ვიფიქრებდი. ევროკავშირის ქვეყნები ამ მედიკამენტის გამოყენებას აფართოებენ და ესეც მიმდინარე პროცესია. ჩვენ ევროპის იმ ქვეყნებთან გვაქვს კომუნიკაცია, სადაც ეს მედიკამენტი გამოიყენება და ჩვენს კოლეგებს მედიკამენტის შედების გაზიარება ვთხოვეთ. ამას აუცილებლად დავაკვირდებით. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი დაძრულია იმ მიმართულებით, რომ მედიკამენტი, რომელიც ამ ეტაპზე იმედის მომცემ შედეგებს უჩვენებს, რაც საინტერესო ეფექტია, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიდის იქითკენ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იყოს.

ამ მედიკამენტს არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, თუმცა ეს ფაქტორი შესაძლებელია ექსპერტული დახმარებით დავძლიოთ და მედიკამენტს უფრო ადრე მივცეთ ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობა, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ რეკომენდაციას გასცემს. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 7 ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტს ამ ეტაპზე იყენებს. დანარჩენი 20 ქვეყანა ჩვენს პოზიციაზე. ამერიკის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არის დაჩქარებული წესით ავტორიზაცია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტს სრული კვლევებისთვის განკუთვნილი სრული ციკლი არ გაუვლია, ამიტომ გამოყენების პროცესს სჭირდება დაკვირვება, გვერდითი მოვლენების მონიტორინგი, გრძელვადიანი შედეგების შეფასება და ა.შ. ეს პროცესი სისტემატიზირებული სახით უნდა გავმართოთ და იქამდე უნდა მივიდეთ, რომ მედიკამენტი, რომელიც დღეს არის და რამდენიმე ქვეყანა იყენებს, იყოს ჩვენი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, Biomarin-თან კომუნიკაცია „ვოსორიტიდზე” მიმდინარეობს და სხვა მედიკამენტი არ განიხილება.

„აქონდროპლაზიისთვის რეკომენდებული და ლიცენზირებული ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც სიმაღლის ზრდას უწყობს ხელს, არის „ვოსორიტიდი“, სხვა მედიკამენტი ამ მიზნებისთვის რეკომენდებული დღეს ცნობილი არ არის. ასე, რომ Biomarin-თან „ვოსორიდიტზეა“ საუბარი. Biomarin-თან კომუნიკაცია „ვოსორიდიტზე” მიმდინარეობს, სხვა მედიკამენტი არ განიხილება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს