თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას თითქმის სრულად გადასცა, რასაც კონტრშეტევისთვის ითხოვდა

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კიევისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თითქმის 100%-ით უზრუნველყო, რაც უკრაინელებმა კონტრშეტევის დასაწყებად სამხედრო დახმარების სახით მოითხოვეს.

უკრაინის არმიის მხრიდან დიდი კონტრშეტევის შესახებ ბევრი ვარაუდი არსებობს, მაგრამ მისი დაწყების ზუსტი დრო, მიმართულება და დეტალები მხოლოდ მცირე წრისთვისაა ცნობილი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ კონტრშეტევითი ოპერაციისთვის მზადება ფინიშის ხაზზეა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა