აშშ-ის ილინოისის შტატში, მტვრის ქარიშხლის გამო გზატკეცილზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, სპრინგფილდის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60-მდე ავტომობილისა და რამდენიმე ტრაილერის შეჯახება მოხდა.
30-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ავარიის მიზეზი არის ძლიერი ქარი, რომელსაც მინდვრებიდან გზატკეცილზე მტვერი მოაქვს, რაც იწვევს ხილვადობის ნულოვან დონეს", - განაცხადა ილინოისის შტატის პოლიციის მაიორმა რაიან სტარიკმა.