რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი უკრაინას დაბომბვაში ადანაშაულებს

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ოლქის სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს.

„დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტაროდუბსკის მუნიციპალიტეტის სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური“, - აღნიშნა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, ალექსანდრ ბოგომაზმა გუშინ განაცხადა, რომ რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა