BBC - ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა

ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის ციხის სამსახურმა განაცხადა, რომ ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ციხის სამსახურის განმარტებით, ხადერ ადნანი, ბოლო პერიოდში, უარს აცხადებდა სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობაზე.

ხადერ ადნანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ღაზას სექტორიდან სულ მცირე სამი რაკეტა გაუშვეს, თუმცა არავინ დაშავებულა.

ხადერ ადნანი, რომელსაც ტერორიზმის ხელშეწყობასა და ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ადანაშაულებდნენ, ე.წ ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში