ანდრეი ერმაკი - რუსეთის ჯერ კიდევ დაუბადებელი თაობებიც კი გადაიხდიან იმისთვის რაც ხდება - ისტორიაში დარჩებიან, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც უკრაინელი ხალხის გენოციდი ჩაიდინეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთში თაობები გადაიხდიან ფასს იმ ქმედებებისთვის, რასაც მათი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ სჩადის.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიურ ზიანზე, რომელსაც რუსეთი მუდმივად აყენებს უკრაინას თავდასხმების შედეგად, რუსებს გარკვევით უნდა ვუთხრათ: მათ მოუწევთ ყველაფრის გადახდა. ტერიტორიების დანაღმვისთვის, ობიექტებზე დარტყმისთვის, ასევე ადამიანების მკვლელობისა და ბავშვების გატაცებისთვის. დაუბადებელი მომავალი თაობები გადაიხდიან და მათ არჩევანი არ ექნებათ. მეტიც, ამ თაობებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რადგან ისტორიაში შევლენ, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც ჩაიდინეს უკრაინელი ხალხის გენოციდი და ამისგან დამალვა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებელი“, - დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს