ირაკლი ზარქუა - გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში - ვინ უნდა გაასამართლოს მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა?

გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში - ვინ უნდა გაასამართლოს სასამართლო და მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა?- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისაც განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია და ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა, განსხვავება მმართველ პარტიასა და რადიკალებს შორის.

"რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია. იმდენად აქვთ დაკარგული თვითრწმენა, რომ არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ. შუალედურ არჩევნებში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა, განსხვავება მმართველ პარტიასა და რადიკალებს შორის. ვინ ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ქართველ ხალხზე, კეთილდღეობაზე. ამით არის განპირობებული, რომ გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. საგამოძიებო ნაწილი უსაფუძვლოა. ვინ უნდა გაასამართლოს სასამართლო და მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა? თუ რამე დარღვევა არის, შესაბამისი ინსტანციებია, სადაც ჩვენ ევროპული ყაიდის სასამართლო სისტემა გვაქვს შექმნილი. ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ. გუშინ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეყენებინათ ეს საკითხი ბიუროზე და არ დაუყენებიათ. შეეშვან ამ სპეკულაციებს, თუ ჩამოყალიბდებიან შესაძლებლობა აქვთ, რომ დააყენონ ეს საკითხი, შემდეგ იმსჯელებს უმრავლესობა",-აღნიშნა ზარქუამ.

გარდა ამისა მან უპასუხა კითხვას, არის თუ არა მმართველი გუნდის ინტერესში, რომ შეისწავლონ გირგვლიანის საქმის მოსამართლის საქმიანობა. ზარქუამ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლო სისტემა წნეხისგან გათავისუფლა.

„შეგიძლიათ მიმართოთ რადიკალებს, "ენჯეოშნიკებს", ვინც მაშინ ითხოვდა გირგვლიანის მოსამართლეები ჩვენ მუდმივად დაგვეტოვებინა სასამართლოში. აქციებს უწყობდა 2012 წელს. ამ კითხვით შეგიძლიათ რადიკალებს მიმართოთ. ჩვენ სასამართლო სისტემა გავათავისუფლეთ წნეხისგან. ჩვენ 2012 წელს ვთქვით, რომ არ დავემსგავსებით სააკაშვილის რეჟიმს, სადაც თავისიანები და სხვისიანები დაყო. ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ისინი თვითგამორკვევაში ყოფილიყვნენ, ნაწილი ჩამოშორდა სასამართლოს, ის ვინც მსხვერპლი იყო, გამოერკვია. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ დღეს სასამართლო გაცილებით თავისუფალია და ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში. შეგიძლიათ რადიკალებს და არასამთავრობოებს მიმართოთ კითხვით, თუ რა შეიცვალა მაშინ, როდესაც გვთხოვდნენ ეს მოსამართლეები უვადოდ დაგვეტოვებინა",- აღნიშნავს ზარქუა.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას