უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი ჯარისკაცები მოინახულა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ ის სამხედროები მოინახულა, რომლებიც თავდაცვას ბახმუტის მიმართულებით ახორციელებენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებასა და მტრის შეკავებას აღმოსავლეთში. მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით საბრძოლო დავალებებს ასრულებენ. მეთაურებთან ერთად მივიღეთ არაერთი აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული ეფექტური თავდაცვის უზრუნველყოფისა და მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებისკენ“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელი დამცველები ინარჩუნებენ ბახმუტს, ანადგურებენ „ვაგნერს“ და რუსული არმიის სხვა საბრძოლო ნაწილებს.

„ჩვენს რეზერვს მომზადების შესაძლებლობას ვაძლევთ და ვემზადებით შემდგომი ქმედებებისთვის“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს