„ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და აცხადებს, რომ „რუსი კალაძე უნდა დასანქცირდეს“

დასანქცირდეს რუსი კალაძე- ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერიასთან თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძე ბოლო დროის განმავლობაში ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, რაც ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის, ამიტომ, მისი თქმით, აპირებენ კახა კალაძის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყონ და

კალაძის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებების შესახებ ინფორმაცია მიაწვდინონ უკრაინელებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

კახა კალაძემ კიდევ ერთი ანტიდასავლური განცხადება გააკეთა. ბოლო თვეების განმავლობაში ის სისტემატურად აკეთებს ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ განცხადებებს. ძირს უთხრის ქართველი ხალხის კონსტიტუციაში ასახულ მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ყველაფერი ცინიკურია, როდესაც ვიცით, რომ მისი ოჯახის წევრები ევროკავშირის მოქალაქეები არიან და თვითონ სურთ, რომ ჩვენ რუსეთის გუბერნიის მოქალაქეები ვიყოთ. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას კალაძის წინააღმდეგ, მათ შორის თანამშრომლობას დავიწყებთ პარტნიორებთან და მათ კონკრეტულ მასალებს მივაწვდით, თუ როგორ უთხრის ძირს ის ქართულ დემოკრატიას და ევროპულ ინტეგრაციას. უნდა მოხდეს მისი სანქცირება. ერთ-ერთი ის ადამიანი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის სანქცირების საკითხი უნდა განიხილონ პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინულმა მხარემ და ევროპამ, ეს არის კახი კალაძე. ის ამ ანტიდასავლური ისტერიის მთავარ სახედ იქცა”, განაცხადა ფავლენიშვილმა.

მერიასთან იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი